ბუდაპეშტში, ლასლო პაპის სახელობის სპორტულ არენაზე მიმდინარე ძიუდოში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,  ქალთა 52 კგ წონითი კატეგორიის და კაცთა 66 კგ წონითი კატეგორიის ფინალისტები გამოვლინდნენ.

ქალთა 52 კგ წონით კატეგორიის ფინალში გავიდა და მსოფლიო ჩემპიონის მეხუთე ოქროს მედლისთვის კოსოვოელ დისტრია კრასნიკთან იჭიდავებს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე უზბეკ დიორა კელდიოროვასთაბ საწყის ეტაპზე სენსაციურად დამარცხებული უტა აბე.

კაცთა 66 წონით კატეგორიაში მოულოდნელი მარცხი განიცადა უტა აბეს ძმამ, ჰიფუმი აბემ. მას ტაჯიკმა ძიუდოისტმა, ობიდ ჯებოვმა მოუგო პულის ფინალში.

ნახევარფინალში ობიდ ჯებოვი ვაჟა მარგველაშვილთან შეხვედრაში გამარჯვებულ ნურალი ემომალისთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ ვალიდე ხიარს შეხვდება. მეორე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟში ყაზახ გუსმან ყირგიზბაევთან შეხვედრაში გამარჯვებული ჰიფუმი აბე და კუბელი ორლანდო პოლაცო იჭიდავებენ.

ოქროს მედლისთვის ტაჯიკი ნურალი ემომალი იაპონელ ტაკეში ტაკეოკას შეხვდება.