დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ჯგუფებში ბოლოსწინა ტურის შეხვედრები დაიწყო.
ევროპის საკვალიფიკაციო I ჯგუფის ლიდერმა ნორვეგიამ სახლში ესტონეთი მიიღო და პირველი ტაიმის მოულოდნელი ნულოვანი ფრის შემდეგ მეორე ტაიმში ადვილად შეძლო მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა.
ნორვეგია - ესტონეთი 4:1(0:0)
გოლები: 50' და 52' ალექსანდერ სორლოთი 1:0 და 2:0, 56' და 62' ერლინ ჰოლანი 3:0 და 4:0, 65' რობი საარმა 4:1
ზედიზედ შვიდი თამაშის მოგებამ და ბურთების საუკეთესო სხვაობა ნორვეგიელები პრაქტიკულად მიუწვდომლები გახადა იტალიელებისთვის. ამ უკანასკნელს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად და მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ მოსახვედრად დღეს მოლდოვაში, 16-ში კი იტალიაში ნორვეგიის ნაკრებთან შეხვედრების არა მხოლოდ მოგება, არამედ ბურთების სხვაობაში 19-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ესაჭიროება
დარჩენილი შეხვედრები:
13.11 მოლდოვა - იტალია
16.11 ისრაელი - მოლდოვა
16.11 იტალია - ნორვეგია
მასალას უეფას მიერ მომზადებული ვიდეო უეფას საიტზე განთავსების შემდეგ მიებმება.




