მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ბოლოსწინა ტურის პირველი დღის შეხვედრები დასრულდა.
ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის K ჯგუფის ლიდერმა ინგლისმა სახლში სერბეთი დაამარცხა.
ინგლისი - სერბეთი 2:0(1:0)
გოლები: 28' ბუკაიო საკა 1:0, 90' ებერეჩი ეზე 2:0
ალბანეთმა გასვლაზე ანდორას მოუგო და ბოლო ტურის შეხვედრების შედეგების მიუხედავად მეორე ადგილი და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებელ პლეი-ოფში თამაში გაინაღდა.
ანდორა - ალბანეთი 1:0(0:0)
გოლი: 67' კრისტიან ასლანი
დარჩენილი შეხვედრები:
16.11 ალბანეთი - ინგლისი
16.11 სერბეთი - ლატვია
მასალას უეფას მიერ მომზადებული ვიდეო უეფას საიტზე განთავსების შემდეგ მიებმება.




