ინგლისის პრემიერლიგაში მეთერთმეტე ტურის შეხვედრები დასრულდა.

წარუმატებლად ითამაშა უშუალო კონკურენტთან შარშანდელმა ჩემპიონმა „ლივერპულმა“. მასპინძლებმა მის კარში სამი მშრალი გოლი გაიტანეს.

გიორგი მამარდაშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. მან მე-13 წუთზე მისივე უხეში თამაშის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი მოიგერია, შემდეგ კი სამჯერ მოუხდა ბურთის კარიდან გამოტანა. გაშვებულ გოლებში ძნელად დასაშვები მისი ბრალეულობის მიუხედავად, Flashscorem მას ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება (5.8) არგუნა.

„მანჩესტერ სიტი“ - „ლივერპული“ 3:0(2:0)
გოლები: 29' ერლინ ჰოლანი 1:0, 45+3' ნიკო 2:0, 63' ჟერემი დოკუ 3:0




მასალა ბოლოს შეივსო 23:20 საათზე