საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, კახი კახიაშვილი, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძე და ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე, ისრაელში, სამ-დღიან სემინარებზე იმყოფებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას ძალოსნობის ფედერაციის ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.
როგორც გვერდი ტყობინება, აღნიშნული ვიზიტი სემინარზე, დიდი პატივისა და მეგობრობის გამოხატვის ნიშანია ებრაელი მეგობრებისგან.
ქართული დელეგაცია ისრაელში სემინარზე სიტყვით გამოვა და თავის ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ მასპინძლებს.
პარალელურად, ჩემპიონები ლეგენდარულ კლუბ "მაკაბის" კომპლექსშიც მოხვდნენ. უფრო დაწვრილებით აღნიშნული ვიზიტის შესახებ, ფედერაცია ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებს.