ტოკიოში მიმდინარე მძლეოსანთა მსოფლიო პირველობაზე კენიელმა ფეით კიპიეგონმა მეოთხედ მოიოპვა მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი 1500 მეტრ დისტანციაზე რბენაში.

სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფეით კიპიეგონმა 1500-მეტრიანი დისტანცია 3:52.15 წუთში დაფარა და საგრძნობლად ჩამოიტოვა მესამე ადგილზე გასული ავსტრალიელი ჯეს ჰალიც და მეორე ადგილზე გასული თანამემამული დორკუს ევოი. მათ, შესაბამისად, 3:55.16  და 3:54.92  აჩვენეს.

ფეით კიპიეგონი მსოფლიოში მეორე ქალი გახდა, ვისაცვ მძლეოსნიბის ერთ სახეობაში მსოფლიო ემპიონობა ოთხჯერ აქვს მოგებული. პირველი იამაიკელი შელი-ენ ფრეიზერ პრაისია. ას მეტრზე რბენაში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს მსოფლიო ჩემპიონობა ხუთჯერ (2009, 2013, 2015, 2019, 2002) აქვს მოპოვებული.

დღეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული წარმატებით დაიცვა კანადელმა უროს მტყორცნელმა იტენ კაცბერგმა. მან ურო 84,70 მეტრზე ისროლა, რაც ბოლო 20 წლის საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე გერმანელი მერლინ ჰუმელი იყო (82,77მ), მესამე კი უნგრელი ბენცე ჰალაჟი (82,69მ)

სიმაღლეზე ხტომაში მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ახალზელანდიელმა ჰემიშ კერმა მოიპოვა. მან ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე ახალ ზელანდიას მეორე მედალი მოუპოვა.  

1. ჰემიშ კერი (ახალი ზელანდია) - 2,36 მეტრი
2. ვუ სანჰიოკი (კორეა) - 2,34 მეტრი
3. იან შტეფელა (ჩეხეთი) - 2,31 მეტრი

110 მეტრზე თარჯბენში პირველი ამერიკელი კორდელ ტიჩი იყო, მეორე იამაიკელი ორლანდო ბენეტი, მესამე კი, ასევე იამაიკელი ტაილერ მეისონი.

1. კორდელ ტიჩი (აშშ) - 12,59 წამი
2. ორლანდო ბენეტი (იამაიკა) - 13,08 წამი
3. ტაილერ მეისონი - 13,12 წამი

განვლილი ოთხი საშეჯიბრებო დღის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული მედლების რაოდენობის  ლიდერობენ:

1. აშშ - 6 ოქრო, 2 ბრინჯაო
2. კენია - 3 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
3. კანადა - 3 ოქრო
4. ახალი ზელანდია - 2 ოქრო
5. იამაიკა - 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
6. შვედეთი - 1 ოქრო, 1 ბრინჯაო
7-10. ესპანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, ტანზანია  - თითო-თითო  ოქრო  
11. გერმანია - 3 ვერცხლი
12. იტალია - 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო
13. ეთიოპია - 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
14. ნიდერლანდები: 2 ვერცხლი
15. ჩინეთი - 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
16-21. ბრაზილია, მაროკო, მექსიკა, ნიგერია, საბერძნეთი, კორეა - თითო-თითო ვერცხლი 
22. ავსტრალია - 2 ბრინჯაო
23-31. ბელგია, ეკვადორი, იაპონია, კოლუმბია, კუბა, სენტ-ლუსია, უნგრეთი, ურუგვაი, ჩეხეთი - თითო-თითო ბრინჯაო.

ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოდან ბირთვის მკვრელი გიორგი მუჯარიძე მონაწილეობდა. მან საწყის ეტაპზე 19,34 მეტრზე ისროლა ბირთვი, რაც A ჯგუფში მე-15, ხოლო A და B   ჯგუფებში ერთად 25-ე საუკეთესო შედეგი იყო და იგი ფინალში ვერ გავიდა. ამ სახეობაში შედეგით 22,34 მეტრი, ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ამერიკელმა რაიან კრაუზერმა. მეორეზე მექსიკელი იუზიელ მუნისი გავიდა (21,97მ), მესამეზე კი იტალიელი ლეონარდი ფაბრი (21,94 მეტრი)