პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთში ჯგუფური ტურნირის მე-2 ტურის შეხვედრები დასრულდა.
A ჯგუფში მასპინძლები ოლიმპიურ ჩემპიონს, კანადას შეხვდნენ. მატჩის დაწყებამდე უკვე ცნობილი იყო, რომ ფიფამ ახალი ზელანდიის გუნდის ვარჯიშის დრონით მალულად გადაღების გამო კანადის ფეხბურთის ფედერაცია 200 ათასი შვეიცარიული ფრანკით დააჯარიმა, მწვრთნელს და მის ორ თანაშემწეს საფეხბურთო საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ხოლო გუნდს 6 ქულა ჩამოაკლო.
ფიფას გადაწყვეტილების შემდეგ კანადას პლეი-ოფში გასვლის ერთადერი შანსი ჰქონდა დარჩენილი: საფრანგეთთან, შემდეგ კი კოლუმბიასთან მოგება.
შეხვედრის პირველი ნახევრის 42-ე წუთზე ფრანგებმა ანგარიში გახსნეს და ტაიმი მოიგეს. 58-ე წუთზე კანადამ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ შემდეგ კარგა ხნის მანძილზე კიდევ ერთი გოლის გატანას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ მან ეს შეხვედრის 90+12 წუთზე შეძლო
კანადა - საფრანგეთი 2:1(0:1)
B ჯგუფში აშშ-მა გერმანია 4:1 დაამარცხა
აშშ- გერმანია 4:1(3:1)