მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ბოლოსწინა ტურის პირველი დღის შეხვედრები დასრულდა.
უნგრეთმა გასვლაზე სომხეთი დაამარცხა და ბოლო ტურში სახლში ირლანდიასთან მოგების შემთხვევაში ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების თეორიული შანსი შეინარჩუნა.
სომხეთი - უნგრეთი 0:1(0:1)
გოლი: 33' ბარნაბას ვარგა
პორტუგალია ირლანდიაში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის ბოლო ტურის შეხვედრის შედეგის მიუხედავად მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა
ირლანდია - პორტუგალია 2:0(2:0)
გოლები: 17' და 45' ტროი პაროტი
გაძევება: 65' კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, წითელი ბარათი)
დარჩენილი შეხვედრები:
16.11 პორტუგალია - სომხეთი
16.11 უნგრეთი - ირლანდია
მასალას უეფას მიერ მომზადებული ვიდეო უეფას საიტზე განთავსების შემდეგ მიებმება




