უეფას ჩემპიონთა ლიგის საწყისი ფაზის მეორე ტურის მეორე დღის შეხვედრაში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ ნეაპოლში „ნაპოლის“ სტუმრობდა
„სპორტინგი“ შეხვედრის პირველ ნახევარში ჩამორჩა, მაგრამ 62-ე წუზე წონასწორობის აღდგენა შეძლო და ქულის მოპოვების იმედი გაუჩნდა. რასმუს ჰოილანდმა მათ იმედი 76-ე წუთზე გატანილი მეორე გოლით გააქარწყლა.
გიორგი ქოჩორაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
„ნაპოლი“ - „სპორტინგი“ 2:1(1:0)
გოლები: 36' რასმუს ჰოილუნდი 1:0, 62' ლუის სუარესი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1, 76' რასმუს ჰოილანდი 2:1




