უეფას ჩემპიონთა ლიგის საწყისი ფაზის მეორე ტურის მეორე დღის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ტურინის „იუვენტუსს“ მასპინძლობდა
გიორგი მიქაუტაძემ (Flashscore - 7,4), რომელიც მინდორზე 76-ე წუთამდე იყო, მასპინძლები მე-18 წუთზე დააწინაურა და ეს ანგარიში მათ ტაიმის ბოლომდე შეინარჩუნეს, მეორე ტაიმის დაწყებიდან თერთმეტ წუთში კი უკვე სტუმრები იყვნენ წინ.
„ვილიარეალმა“ ანგარიშის გათანაბრება 90-ე წუთზე შეძლო.
„ვილიარეალი“ - „იუვენტუსი“ 2:2(1:0)
გოლები: 18' მიქაუტაძე 1:0, 49' ფედერიკო გატი 1:1, 56' ფრანსიშკუ კონსეისაო 1:2, 90' რენატო ვეიგა 2:2




