ესპანეთის ლა ლიგაში გუნდებმა მორიგი შეხვედრები გამართეს.
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ელჩეს ესტუმრა, სადაც ამავე სახელწოდების გუნდი დაამარცხა და კვლავ მესამე ადგილზე დამკვიდრდა.
გიორგი მიქაუტაძემ (Flashscore - 7,8) მე-7 წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა, მე-13 წუთზე კი თავად გაიტანა გოლი, მწვრთნელმა იგი 75-ე წუთზე შეცვალა.
„ელჩე“ - „ვილიარეალი“ 1:3(0:2)
გოლები: 7' ალბერტო მოლიერი 0:1, მე-13 გიორგი მიქაუტაძე 0:2, 30' მარტიმ ნეტო 1:2, 83' ალფონსო პედრაზა 1:3





