დიუსელდორფში, „მერკური შპილ არენაზე" მესამე მეოთხედფინალური შეხვედრა დასრულდა
ინგლისის და შვეიცარიის გუნდების შეხვედრა სახიფათო მომენტებით არ გამოირჩეოდა. შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ტაბლოზე ნულები ენთო, შემდეგ კი 4-წუთიან ინტერვალში ორივე გუნდმა შეძლო გოლის გატანა.
შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე დარჩენილი წუთები ისევ „წყნარად" წარიმართა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებით დრო დაინიშნა.
შეხვედრის 94-ე წუთზე დეკლან რაისის შორეული ძლიერი დარტყმა შვეიცარიელთა მეკარე იან ზომერმა ეფექტურ ნახტომში მოიგერია.
117-ე წუთზე ჯერდან შაქირიმ კუთხური მარჯვენა ფლანგიდან მოჭრილად დაარტყა და კარის ბადეში ბურთის ჩახვევისგან ინგლისელები ხარიხის და ახლო ძელის კვეთამ იხსნა.
119-ე წუთზე შვეიცარიელთა დარტყმის შემდეგ კარი ჯორდან პიკფორდმა გადაარჩინა და იქვე შვეიცარიელებმა ხელსაყრელი მდგომარეობიდან კარში ზუსტად ვერ დაარტყეს.
პენალტების სერიაში ინგლისელებმა ზუსტი დარტყმის შემდეგ მანუელ აკანჯიმ დაარტყა ცუდად და პიკფორდმა მოიგერია ბურთი, შემდეგ კი ინგლისელების ოთხივე ზუსტ დარტყმას შვეიცარიელების სამი ზუსტი დარტყმა მოჰყვა, ბოლო პენალტის კი აღარ გახდა საჭირო.
ინგლისი - შვეიცარია 1:1(1:1,0:0), პენალტებით 5:3
გოლები: 75' ბრელ ემბოლო 0:1, 79' ბუკაიო საკა 1:1
ნახევარფინალში ინგლისი თურქეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.