უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მოფარიკავეეები მსოფლიო თასზე ასპარეზობენ
ბუდაპეშტი, მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სანდრო ბაზაძე ასპარეზობაში ოცდამეთორმეტედფინალიდან ჩაება, პოლონელი მატეუშ კნეზი 15:8 დაამარცხა და მეთექვსმეტედფინალში გავიდა, სადაც რუს ანატოლი კოსტენსკოს 15:10 სძლია და მერვედფინალში კიდევ ერთ რუსს, ვენიამინ რეშეტნიკოვს დაუპირისპირდა. ბაზაძემ მეტოქე 15:11 დაამარცხა და რვა საუკეთესოს შორის მოხვდა. მეოთხედფინალში სანდრო ბაზაძემ იტალიელი ენრიკო ბერე დაამარცხა -15:12, ფინალში გასასვლელი შეხვედრა კი მასპინძელთან, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ ჟილაგისთან დათმო - 5:16 და გერმანელ მატიას საბოსთან ერთად ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მსოფლიო თასისთვის ფინალურ შეხვედრაში უნგრელი მოფარიკავე კორელ სანგოკ ოჰთან დამარცხდა - 14:15