მაროკოში მიმდინარე აფრიკის „ერთა თასზე“ მერვედფინალური შეხვედრები დაიწყო.

სენეგალმა სუდანთან ჩამორჩენა პირველივე ტაიმში აღმოფხვრა და და დაწინაურდა, მეორე ტაიმში კი კიდევ ერთი გოლი გაიტანა და მინდორი გამარჯვებულმა დატოვა.

სენეგალი - სუდანი 3:1(2:1)
გოლები: 6' აამირ აბდალაჰი 0:1, 29' 4ა 45+3' პაპე გუეიე 1:1 და 2:1, 77' იბრაჰიმ მბაიე 3:1

ტუნისმა მალისთან შეხვედრაში 26-ე წუთზე მიღებული რიცხობრივი უპირატესობა 88-ე წუთზე აქცია გოლად, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, დამატებით დროში გოლი ვეღარ გაიტანა, პენალტების სერიაში კი ხუთიდან მხოლოდ ორი დარტყმა შეასრულა ზუსტად დამარცხდა.

ტუნისი - მალი დ.დ. 1:1(1:1, 0:0) პენალტებით 2:3
გოლები: 88' ფირას ჩაუატი 1:0, 90+6' ლასინე სინაიოკი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1
გაძევება: 26' ვაიო კულიბალი (მალი, წითელი ბარათი)