საქართველოს ჩემპიონატზე, ფოთის საჭადრაკო კლუბ “ნანა”-ს მოჭადრაკემ, 13 წლის ელენე წოწონავამ, 20 წლამდე გოგონათა შორის, პირველი ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატი თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ელენე პირველი მოჭადრაკეა, რომელმაც 13 წლის ასაკში, 20 წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატი მოიგო. „ ელენემ ამ გამარჯვებით მსოფლიოს ახალგაზრდული (20 წლის მოჭადრაკეთა შორის) ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც 14-26 ოქტომბერს ინდოეთში გაიმართება. წოწონავამ მიღწეული შედეგით 183 პუნქტით გაიუმჯობესა ფიდეს საერთაშორისო რეიტინგი“_ განაცხადა ფოთის საჭადრაკო კლუბ “ნანა”-ს დირექტორმა დავით კოდუამ.