ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ გადაცემა "დილა მშვიდობისა საქართველო"-ში სტუმრობისას თვითგანვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანს თუ განვითარების სურვილი აქვს.  

"თქვენ შეგიძლიათ ჩახვიდეთ რაიონში, სოფელში, ნახოთ ადამიანი რომელსაც არც ჰარვარდი აქვს დამთავრებული და არც 3 ენა იცის და იმისგან წამოიღო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, რომელიც შეიძლება უდრიდა შენ მთელი 5 წლიან სწავლას. ასე არ არის, სადმე წავიდე და განვითარდე. ამის სურვილი უნდა გქონდეს. ყველა რესურსი აღდგენადია, ფული აღდგენადია, ენერგია აღდგენადია, რესურსი რომელსაც ვერ აღადგენ, ეს არის დრო. რომ გავიდა ერთი კვირა უნდა დაფიქრდე რამე მოგემატა თავში თუ არა", -