ვეტექსი: პატრონები ხშირად პატარა ჯიშის ძაღლებს აშიმშილებენ, რადგან რაც შეიძლება პატარა ზომის გაიზარდონ

1651645701
ვეტერინარული კლინიკა “ვეტექსი” სოციალირ ქსელში მძიმე ფაქტის შესახებ წერს, რაც პატრონის მხრიდან ცხოველების მიმართ არაჰუმანურ ქცევას გულისხმობს.
დიდი ხანია ეს თემა ყურადღებას მოითხოვს, ამიტომაც დღეს თქვენს ყურადღებას ამ პაწაწინა არსებების საჭიროებებზე გავამახვილებთ 🙏🏻❤️
ჩვეულებრივი ამბავია, რომ მოთხოვნა განაპირობებს მიწოდებას და შესაბამისად ამ მოთხოვნა-მიწოდებას ვინ როგორ არეგულირებს იმ ქვეყანაში სადაც კონტროლის მექანიზმი ძალიან სუსტადაა განვითარებული კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ 🙈
დღევანდელ რეალობაში ძალიან დიდი მოთხოვნაა პატარა ჯიშებზე, იქნება ეს იორკშირული ტერიერი, მალტეზი, Toy ან tea cup პუდელი და აშ. მყიდველის მოთხოვნა ხშირად არის “-ყველაზე პატარა მინდა”, მეორე საკითხია ვეტერინარული კუთხით ყველაზე პატარა ზომის ძაღლებს რა პრობლემები მოსდევთ, თუმცა ამჯერად ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებთ და სხვა ნიუანსებზე მიგაქცევინებთ ყურადრებას✌️
სწორად უნდა გვესმოდეს ის ფაქტი, რომ დღეს ცხოველთა შეჯვარების საკითხებს მკაცრად კი არა საერთოდ არავინ აკონტროლებს საქართველოში, არც ნაყარის შემოწმება ხდება და აშ. ყველა ზემოთ აღნიშნული ჯიშის ლეკვების დედ-მამა რომ უპატარავესი ვერ იქნება და არც არის ეგეც ცალსახაა, ამ ჯიშებშიც არსებობს სტანდარტები რომლებიც ძირითადად პატარა, საშუალო და დიდი ზომით განისაზღვრება - კინოლოგიურო ნიუანსებია და ღრმად არ განვიხილავთ იმისთვის რომ სხვის კომპეტენციაში არ შევიჭრათ და რაიმე მცდარი ინფორმაციაც არ მოგაწოდოთ ამ მიმართულებით.
დღეის მონაცემებით ძალიან ხშირად ვაწყდებით იმ ფაქტს როდესაც მეპატრონეებს მოყავთ ლეკვები, 1 თვიდან და ზემოთ და ამბობენ
“- ვისგანაც ვიყიდეთ იმან გვასწავლა დღეში 4ჯერ 5-5 მარცვალი ვაჭამოთ”
📌 ვინც არ იცის, საკვების ნაკლებობა განაპირობებს ზრდაში შეფერხებას - ანუ პატარა ზმის ლეკვს ვიღებთ
ხელს კიდებ ლეკვს შესამოწმებლად და ხელში გხვდება ლეკვი, რომლის ჩონჩხის ანატომიას უმალვე შეისწავლი, იმიტომ რომ ცარიელა ძვალი და ტყავია, ხერხემალი გესობა თითებში, ეკითხები პატრონს:
-სწრაფად ჭამს?
- კი, წამის მეასედებში და სულ შია!
ცხადია სულ ეშიება, დამშეულია ბავშვიკი. ნებისმიერ საკვებს რასაც აჭმევთ აქვს კვების ოდენობის ცხრილი ტომარაზე კონკრეტულ ასაკზე გათვლით, არსებობს ვეტერინარი რომელიც ასევე დაგაკვალიანებთ როგორ კვებოთ და მოგაწვდით ინფორმაციას კვების სიხშირეზე.
ყველამ ვიცით რომ პატარა ასაკში კვებას დიდი ყურადღება ექცევა ნებისმიერი არსების ცხოვრებაში, იქნება ეს ბავშვი თუ რომელიმე ცხოველი, ამაზე არის დამოკიდებული როგორც ზრდა-განვითარება, აგრეთვე იმუნიტეტი და მთელი მათი ცხოვრებისეული კონდიცია.
რა შეიძლება მივიღოთ არასწულფასოვანი კვებისას:
✅ სუსტი იმუნიტეტი
✅ შაქრის დონის ვარდნა რომელიც პატარებში ძალიან სწრაფად ხდება და შესაძლოა მომაკვდინებელიც იყოს
✅ ძვლოვანი სისტემის არასრულფასოვანი ჩამოყალიბება, მყიფე ძველბი, რის გამოც მოტეხილობები მარტივად ვითარდება
✅ სახსრების არასწორი განვითარება
✅ გულ-სიახლძარღვთა დაავადებების განვითარება
✅ ორგანოების არასრულფასოვნად მუშაობა მათი სისხლმომარაგების არასათანადოობის გამო ამ და არასწრი განვითარების გამო
✅ ფარისებრი და სხვა ჯირკვლების არასწორი ფუნქციონირება თავისი სავალალო შედეგებით
და ბევრი სხვა
და ბოლო ბოლო ნორმალური ვერასოდეს იქნება და ვერც ჰუმანური, თუ ვინმეს ვინც თქვენ გიყვართ აშიმშილებთ, იქნება ეს შეგნებულად თუ შეუგნებლად გაკეთებული!
ამიტომ ძალიან გთხვთ მათ ვინც ამრავლებთ სწორი კვების წესებს მიყევით ან თუ იცით ეს წესები, მაშინ შეგნებულად ნუ აშიმშილებთ და მყიდველსაც ნუ აშიმშილებინებთ ამ უსუსურ არსებებს ✌️
მშვიდობიან დღეს გისურვებთ 😃🥰🐾
პ.ს. სიყვარულს არც ჯიში აქვს, არც ზომა, არც ფერი, არც სქესი და არც სახეობა, სიყვარული სიყვარულია✌️❤️🐾