თბილისის მერია გალაქტიონის ხიდიდან ლაგუნა ვერეს პანდუსამდე ძველი ასფალტის მოხსნას იწყებს,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"ხვალიდან ვიწყებთ ძველი ასფალტის საფარის მოხსნას სანაპიროს 700-მეტრიან მონაკვეთზე (დაახლოებით, გალაკტიონის ხიდიდან - ყოფილი სასწრაფოების შენობიდან ლაგუნა ვერესთან არსებულ პანდუსამდე). სამუშაოები დღეს, ღამის 11:30 საათიდან დაიწყება. პირველივე ღამეს მოიფრეზება მტკვრის მხარეს არსებული 2 ზოლი და პარალელურად, დაიწყება ჭების ნიშნულში მოყვანა",- განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, სამუშაოებისთვის გათვალისწინებულია 10 ღამე. პროექტის ღირებულება დაახლოებით 900 000 ლარია.