ბათუმის დრამატული თეატრი მსახიობ თამარ მაყაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ემიჯნება თეატრის დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს. ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები. აღნიშნულიდან გამომდინარე თეატრის სამხატვრო ხლმძღვანელის გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები." - ნათქვამია თეატრის გავრცელებულ განცხადებაში.   შეგახსენებთმ მსახიობმა თამარ მაყაშვილმა  “ტვ იმედთან”, გადაცემაში “ჩვენი ოჯახი”განაცხადა: “კაბების არ იყოს… არასოდეს არ ვაცმევდი ამ სულელურ კაბებს და იმ დღეს გავიხედე და კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით საშინელი რაღაცა ბეშუმური კაბა… ცისარტყელა ბეშუმური და კინაღამ გული გამისკდა…”   მოგვიანებით კი მსახიობმა ბოდიში მოიხადა.