ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აღნიშნავს, რომ ყველანაირი სახის ნარკოტიკი ჯანმრთელობისთვის ერთნაირად საზიანო და სიცოცხლის მოსპობაც განურჩევლად ყველას შეუძლია.
ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ყველას უმორჩილესად მინდა ვთხოვო, კატეგორიულად, ხაზგასმულად, როგორც მოქალაქემ, როგორც ექიმმა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, რომ არ არსებობს განსხვავება კლუბურ და რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის. ყველა მათთაგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა და სიცოცხლის დაკარგვა. ერთადერთი გზა, არის მოხმარების შემცირება და მიწოდების შემცირება, იმისთვის რომ ეს კატასტროფა ავიცილოთ თავიდან", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.