ა.წ. 9 ნოემბერს, ოთხშაბათს,  73 წლის ასაკში ღვთივგანისვენა სქემოსანმა მონოზონმა ათანასიამ (სტეფანიდა კოლპაკმა) - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

ა.წ. 9 ნოემბერს, ოთხშაბათს,  73 წლის ასაკში ღვთივგანისვენა სქემოსანმა მონოზონმა ათანასიამ (სტეფანიდა კოლპაკმა). იგი მოლდავეთიდნ, უფრო ზუსტად გაგაუზეთიდან, ჩამოვიდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სრულიად კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო და აღარც განშორებია მას.

ღმერთმა შეიწიროს ათეული წლების მანძილზე მის მიერ გაწეული შრომა და სავანე მართალთა დაუმკვიდროს.

სქემონოზონ ათანასიას დაკრძალვა შედგება პარასკევს, 14:00 საათზე, მარტყოფის დედათა მონასტერში; გამოსვენება კი მოხდება საქართვლელოს საპატრიარქოდან 13:00 საათზე. - ნათქვამია ინფორმაციაში.