სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო თბილისის N171 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება შენობის ორივე კორპუსს: რემონტდება სახურავი, საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ადმინისტრაციული ნაწილი, ფოიე და სპორტული დარბაზი; ეწყობა გათბობის, წყალ-კანალიზაციის და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა. იცვლება კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი. სკოლა ადაპტირებული გახდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. რეაბილიტირდება სკოლის ეზო, ჭიშკარი და ღობე, ეწყობა კომბინირებული გარე სპორტული მოედანი და გამწვანებული სარეკრეაციო სივრცე. პროექტის მიმდინარეობას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი ადგილზე გაეცნო. სამუშაოები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს. სკოლის რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.