საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსი „საბავშვო მუსიკალური/საბალეტო სპექტაკლების/წარმოდგენების სადადგმო და სხვა ხარჯით ხელშეწყობა“ გამოაცხადა.
მოცემულია კონკურსი წელს პირველად იმართება და მისი ბიუჯეტია 100 000 ლარი. კონკურსის მიზანია ქართული საბავშვო მუსიკის შექმნის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია; საბავშვო მუსიკალური და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; ბავშვთა შემოქმედებით პროცესში ჩართულობის გაძლიერება, მათი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ქართული სამუსიკო, თეატრალური და ქორეოგრაფიული სამყაროსათვის მომავალი პროფესიული კადრების მომზადება.
საკონკურსოდ მიიღება პროექტები საბავშვო მუსიკალური/ქორეოგრაფიული სპექტაკლების/წარმოდგენების/მიუზიკლების სადადგმო და სხვა ხარჯების დასაფინანსებლად (გარდა უცხოეთში გასტროლისა).
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (მოქმედ ნებისმიერ თეატრს ან ორგანიზაციას, რომელიც ეწევა საბავშვო მუსიკალური/საბალეტო თეატრალურ საქმიანობას. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს პროექტს:
ა) რომელშიც გამოყენებულია ქართველი კომპოზიტორის მიერ შექმნილი მუსიკა;
ბ) რომლისთვისაც საგანგებოდ შეიქმნა მუსიკა ქართველი კომპოზიტორის მიერ;
გ) რომელსაც აქვს თანადაფინანსება.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 1 ივნისიდან 2022 წლის 10 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: 599 25 21 88 (სამუშაო საათებში).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 28 ივნისისა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
🔹 დაფინანსების წესი - https://cutt.ly/7PGB6Oh
🔹 ფორმულარები - https://cutt.ly/ePGNsau
🔹 საკონკურსო პირობები - https://cutt.ly/MJhX6JC