პროფესიული ტესტირება 5 და 6 ოქტომბერს ჩატარდება, - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„2024 წელს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 5 ოქტომბერს, წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში კი 6 ოქტომბერს ჩატარდება.

თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30 და აპლიკანტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირების ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.