საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიონის საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებულ  საზეიმო წირვას დაესწრო. 

ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კათალიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.