გიორგი წულაიამ 9 შესაძლებლიდან 8.5 ქულა მოიპოვა და 8 წლამდელთა ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ფოთში 16 ივლისს გაიხსნა. მასში 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე ასპარეზობდა. მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში. ტურნირის საპრიზო ფონდი 45 000 ლარს შეადგენს. საჭადრაკო ფესტივალის საზეიმო დახურვა, ფოთის ახლად გახსნილ სპორტულ კომპლექსში, დღეს გაიმართება.