მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი საცხოვრებელი სახლის საკითხს მოჰყვა. როგორც ცნობილი ხდება დაჭრილი მამაკაცის სახლი ებრაელმა ბიზნესმენმა იყიდა. არსებული ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, სახლი ძველ მეპატრონეს ერთ თვეში უნდა დაეცალა, მაგრამ ახალმა მეპატრონემ სახლის დაცლა მოულოდნელად ორ კვირაში მოითხოვა.
ამ თემაზე კამათისას, მაშინ როცა დაჭრილი პირი სახლს ცლიდა, ებრაელმა ბიზნესმენმა მას დანით ჭრილობები მიაყენა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი მამაკაცი ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში” გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით , ეჭმიტანილი ებრაელი ბიზნესმენი მეუღლესთან ერთად დაკავებულია.