რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი გარდაიცვალა.
20 წლის ფეხბურთელი სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის დიაგნოზით 12 დღის წინ შეიყვანეს. მას ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს. "ღმერთო გააძლიერე ამ განსაცდელში ჩვენი კოლეგა Gaioz Charkviani და მისი ოჯახი " - წერს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი სოციალურ ქსელში. ვახტანგ ჩარკვიანი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, მისი ბოლო გუნდი კი „ვიტ ჯორჯია 2“ იყო.