რუსები, როგორც ყოველთვის ქაოსურად ისვრიან არტილერიას და ძირითადად ამ არტილერიის მსხვერპლი ხდება მშვიდობიანი მოსახლეობა _ ამის შესახებ უკრაინაში მოქმედმა "ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა "ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
"უკრაინის დამოუკიდებლობის დღის შემდეგ, საარტილერიო ცეცხლის ინტენსივობა გაიზარდა, რასაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რამდენადაც ვიცი, ქართველები იყვნენ ერთ- ერთ ბრიგადაში და მოხვდნენ საარტილერიო დარტყმის ქვეშ. უკრაინელები უფრო წერტილოვან დარტყმებს ახორციელებენ, ზუსტი სისტემებიდან. რუსები, როგორც ყოველთვის ქაოსურად ისვრიან არტილერიას და ძირითადად ამ არტილერიის მსხვერპლი ხდება მშვიდობიანი მოსახლეობა" _ განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.