ყველაზე დიდი და დასავლურ პოლიტიკურ წრეებში სადაც ხსენებულა უკრაინა, იქ ახსენებენ საქართველოსაც, სწორედ იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვართ აქ _ ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლმა „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"დღეს სიმბოლური დღეა, არა მარტო უკრაინელებისთვის, არამედ ქართველებისთვის, რადგან უკრაინა იბრძვის დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვისაც მათ შორის და მგონია, რომ საქართველოშიც უნდა აღინიშნოს დღევანდელი დღე იმიტომ, რომ უკრაინა დღეს უმკლავდება მსოფლიოში ერთ-ერთ დიდ აგრესორს. ქართველებს აუცილებლად უნდა ეამაყებოდეთ ის, რომ ქართული დანაყოფი უკრაინულ ჯარში, არის ყველაზე დიდი და დასავლურ პოლიტიკურ წრეებში სადაც ხსენებულა უკრაინა, იქ ახსენებენ საქართველოსაც, სწორედ იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვართ აქ" _ განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.