პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების” თავმჯდომარემ, მაია ნადირაძე სიციალურ ქსელით პოეტ დავით მაღრაძეს მიმართავს.
მაშინ უნდა მივმხდარიყავი, რა ხვითოც იყავი, როცა ძუკნა ძაღლივით დამდევდი, ფეხებში მებლანდებოდი, - ჰიმნისთვის ჩემი ტექსტი უქე მიშასო. და მაგის ხვეწნა არ გეთაკილებოდა იმ მომენტში, როცა ასლან აბაშიძე ხიდებს აფეთქებდა და ომს აპირებდა.
და ჰო, ჩემნაირების ბრალია, შენ რომ თავი ადამიანი გგონია, რომ შეგრჩა ყველა სიბინძურე.
შენც არ აგცდება სამშობლოს გამყიდველების სასაფლაო.
ჰიმნის ტექსტს კიდე, შევცვლით. ისედაც ბევრი არაფერია იქ შენი და იმასაც ამოვიღებთ.
რა ჰონორარი უნდა იყოს ასეთი, რომ პოეტმა ამდენი “ჰუმანურობა” აფრქვიოს?! მაგრამ საქმე მაინც უფრო ღრმა გულის ჯიბეში ჩაკერებულ “სიწმინდეშია”." - წერს მაია ნადირაძე.
  შეგახსენებთ, პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. "ჩვენდა სამწუხაროდ, პანდემია ახალ, უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა და მეექვსე ადგილზე გადავინაცვლეთ სიკვდილიანობის მაჩვენებლით – 70-ზე მეტი ადამიანი ეთხოვება წუთისოფელს ყოველ დღე. ამას მარტო იმიტომ ვამბობ, რომ საზოგადოებამ, მოსახლეობამ, ხელისუფლებამ ერთნაირად გავამძაფროთ ჩვენი ყურადღება ამ მხრივ: გასაგებია, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია, მაგრამ მხოლოდ 1 მოშიმშილეზე აქცენტირებული მოსახლეობა, როდესაც სახელს და გვარსაც არ კითხულობენ ყოველდღიურად გარდაცვლილი 80-მდე ადამიანის – არაჯანსაღი სიტუაციაა."