ლილოს ბაზრობის ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, -ამის შესახებ "აიპრესს" საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
"მთლიანობაში ფართობი, სადაც შიდა წვა იყო ჰექტარ ნახევარია. ჩვენი სახანძრო სამაშველო ჯგუფი ტენიკასთან ერთად მუშაობდა, 5 ჯგუფი გავიდა ოპერატიულად, მას შემდეგ რაც შეტყბინება მივიღეთ. დავიმატეთ ტექნიკაც, 2 ტრაქტორი. ვითარებას ცოტა გვირთულებდა ქარი, მაგრამ ამ დროისთვის ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო. არ გვყავს დაშავებული.
ეს ტერიტორია მთლიანად ნაგავსაყრელია,იქ არაა დასახლებული პუნქტი, არც მოვაჭრეები არიან .შესაბამისად, ვინმეს კერძო საკუთრება არ დაზარალებულა",-განაცხადეს საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურში.