თბილისის მერიამ ლაგუნა-ვერეს მიმდებარე საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა. 

საპროექტო ობიექტი მდებარეობს მთაწმინდის რაიონში ლაგუნა-ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, იწყება გმირთა მოედნიდან, მოიცავს სანაპიროზე ჩასასვლელ საავტომობილო გზასა და მარჯვენა სანაპიროს (ზ. გამსახურდიას სანაპირო) ნაწილს და მთავრდება გალაქტიონის ხიდის ქვეშ გამავალ გვირაბთან. პროექტი ასევე ითვალისწინებს, ლაგუნა ვერეს მოპირდაპირედ, გზის მეორე მხარეს არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობას.

ტენდერის პირობებში ასევე აღიშნულია, რომ პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნას ტროტუარების კეთილმოწყობა, გამწვანება და ველობილიკის მოწყობა. 

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 2 მარტს დაიწყება და 5 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 54 811 ლარია.