ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში მომხდარ ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, FORD TRANSIT- ის მძღოლი ლაგოდეხი- გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ახლაგაზრდა მამაკაცი მიღებული ტრამვების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.