კუს ტბაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფერდობები მოსახლეობის მიერ დაბინძურებული საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენისგან გაწმინდეს.
სამუშაოებს, რომელიც ტერიტორიის სრულ მოწესრიგებამდე ჩატარდება, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, რომეო მიქაუტაძე გაეცნო. „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ, საყოფაცხოვრებო ნარჩენი ნაგავშემკრებ კონტეინერებში, ხოლო სამშენებლო ნარჩენი სპეციალურ ნაგავსაყრელზე განათავსონ. მიმდინარე სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით ხორციელდება.