„ვერ გეტყვით, შეწყალება  პრეზიდენტის გადასაწყვეტია, პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანს, რომელსაც მიუძღვის ბრალი და აქვს ჩადენილი კონკრეტული დანაშაული კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია არის, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი."  - ამის შესახებ თბილისის მერმა  კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა

"ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და როდესაც ხარ პოლიტიკაში და ხარ პოლიტიკოსი და მით უმეტეს ქვეყნის პირველი პირი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვს და ძალიან სამწუხაროა, რაც ხდებოდა ქვეყანაში გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების მიმართ, რა ვითარება იყო, როგორი დამოკიდებულება იყო ბიზნესს სექტორის მიმართ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ეს ძალიან მძიმე იყო და მგონია, რომ ყველამ, ვინც  დანაშაული ჩაიდინა ამ მიმართულებით, უნდა აგოს პასუხი. არავის არ სურს არა თუ მესამე პრეზიდენტის, არცერთი პატიმრის სიკვდილი. ჯანმრთელობის უსაფრთხოება, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე, ყველა პატიმრის შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი.  ყველა შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება იყოს დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ.