ეს სახელმწიფო დივერსიაა, გვისპობენ იმას, რაც ჩვენს იდენტობას გამოხატავს, - ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ "ტვ პირველის" ეთერში ბორჯომის ხანძარზე საუბრისას განაცხადა.
"ეს არის დივერსია პირდაპირ. ეს არის სახელმწიფო დივერსია, გვიან ჩართო, თითქოს სპეციალურად. რა უნდოდა იქ შეყვანას?! გავიხსენოთ ისტორია, უამრავი მაგალითები გვაქვს ამის, თუნდაც 2008 წლის ამბავი გავიხსენოთ, ან შარშანწინდელი და ახლა შევხედოთ რაც ხდება. სახელმწიფოს შეთქმულებაა, შეთქმულების თეორია კი არა, შეთქმულებაა, რომ განადგურონ ყველაფერი - ეკოლოგიურად, ეკონომიკურად, ადამიანურად, ზნეობრივად ფაქტობრივად განადგურებული ხალხი ვართ. გვისპობენ ისეთ რამეს, რაც ჩვენს იდენტობას გამოხატავს - ბორჯომის ხეობა, ახალციხე. რაც არის ჩვენი სიამაყე, ნაძვნარი, ბორჯომი, კარვები, ღელეები. აი მაგას გვისპობენ, ეს ხომ შეგნებულია?! არ გეგონოთ, რომ "ქოცები" მარტივი ხალხია, ესენი არიან კარგად გამიზნული ბოროტები, პირდაპირ ვამბობ. პირდაპირი გაგებით სპეციალურად ჩატარებული აქციაა, რათა მოგვსპონ და გაგვანადგურონ. რაც შეიძლება მეტი ქართველი გარბოდეს საქართველოდან და რაც შეიძლება მეტი რუსი შემოდიოდეს," - თქვა გია ბუღაძემ.