” ჩვენმა გუნდმა რაც შექმნა მთავარი – ეს არის საფუძველი, პლაცდარმი ყველა იმ რეფორმის თანმიმდევრულად განხორციელებისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, პანდემიისა, ჩვენ მუხლჩაუხრელად ვიმუშავეთ, ბევრი აღებული ვალდებულება შევასრულეთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევქმენით წინაპირობა – საკანონმდებლო ინიციატივებით, გენერალური გეგმის მიღებით, წამოწყებული რეფორმებით იმისთვის, რომ თბილისზე თავდადებულმა და მზრუნველმა ნებისმიერმა გუნდმა წარმატებით და დედაქალაქისთვის სასიკეთოდ განაგრძოს მუშაობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის ურბანული პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
რა გაკეთდა თბილისის ურბანული პროექტის ფარგლებში: ქალაქს დამატებით 4 000 000 კვ. კმ მწვანე სივრცე და დამატებით 5 ახალი საპარკო არეალი შეემატა .აიკრძალა მშენებლობის ნებართვები სკვერის, პარკისა და სპორტული სივრცის ტერიტორიაზე. Მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მენეჯმენტის პირობებში, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება შეიზღუდა. •გენერალური გეგმის მიხედვით თბილისის ტერიტორიების 138 266 255 კვ.მ-ზე გავრცელდა სატყეო ზონა და განაშენიანებაას გადაურჩა ისეთი მწვანე სივრცეები, როგორიცაა: დიღმის ტყე-პარკი, კუს ტბა, კორტები, სპორტის სასახლე, ვაკის პარკი და ანბანის სკვერი. •ურბანული პოლიტიკის მიმართულებით არაერთი მსხვილი არეალის რეაბილიტაცია განხორციელდა. მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი პროეტები: ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩებზე მდებარე 22-მდე შენობის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშოები (მათ შორის 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი) განხორციელების ვადები 2017–2019; ბიუჯეტი 80.000.000 ლარი; გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე 30-მდე შენობის (აქედან 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი) სარეაბილიტაციო სამუშაოები; სამუშაოების განხორციელების ვადები 2018 მარტი - 2021 ოქტომბერი ბიუჯეტი - 100.000.000 ლარი; დედაენის და 9 მარტის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები; სამუშაოების განხორციელების ვადები 2020 - 2021 ბიუჯეტი 26.372.000 ლარი; მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია - სამუშაოების განხორციელების ვადები 2020–2023; ბიუჯეტი 33.000.000 ლარი; კადეტთა კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები; სამუშაოების განხორციელების ვადები 2020-2022; ბიუჯეტი 13,832.001 ლარი; სხვა ისტორიული შენობების სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017-2021 წლებში განხორციელებული 27 მისამართზე ; ბიუჯეტი 68,072,880 ლარი.