"ბატონმა დევი ტაბიძემ კარგად ილაპარაკა, როგორ გადავიდა ჰოსპიტალური სექტორიდან აქცენტი უბნის ექიმზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო," - ამის შესახებ ინფექციონისტმა ელზა ვაშაკიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"ცუდი თვალითაც ნუ შევხედავთ პანდემიას, რა თქმა უნდა ბევრი ცუდი გაგვიკეთა, მაგრამ ბევრი რაღაცაც ასწავლა ჩვენ ჯანდაცვას. უფრო მობილურები გაგვხადა, უკეთესად ვეგუებით ცვლილებებს. აქ სრულ გამარჯვებაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. ეს არის სამყარო, რომელთანაც ადამიანებიც ცხოვრობენ. ანუ, ჩვენ ც ვართ. მიკრობიოლოგიური სამყარო არსებობს, ყოველთვის იარსებებს და ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, შევეგუოთ მათთან თანაცხოვრებას, რომ ნაკლები დაზიანება მივიღოთ მათგან," - ამბობს ელზა ვაშაკიძე. მისი თქმით, კოვიდთან დაკავშირებით სიტყვა "მოვიხადე" აღარ გამოგვადგება.