მეუღლეთა ან პარტნიორთა შორის ძალადობის შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და განვითარება - ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, იუსტიციის სასწავლო ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  „პენიტენციური და პრობაციის სისტემების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში გაიმართულ შეხვედრას ევროკავშირის მოწვეული ექსპერტი, ლისა პარკერი უძღვებოდა.
აღნიშნული ინსტრუმენტი შესაძლებლობას იძლევა, შეფასდეს მსგავს სიტუაციებში დანაშაულის განმეორების ალბათობა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს განმეორებითი დანაშაულის პრევენციას. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის; არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს; დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები შეხვედრა განხორციელდა იუსტიციის სამინისტროს მიერ პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმის გაუმჯობესებას.