ბათუმი - მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაში გამარჯვებულია! ინფორმაციას ამის შესახებ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახური ავრცელებს.
 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც გაიმართა 1 ოქტომბერს, ესპანეთის სამეფოში, კუნძულ მალიორკაზე, მსოფლიო ტურიზმის პრესტიჟულ დაჯილდოებაზე ბათუმმა „ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება 2022“ წლის ნომინაციაში გაიმარჯვა, ასევე ბათუმი ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის "World Travel Awards"- ის დაჯილდოების გალა ცერემონიის მასპინძელი ქალაქი.