ჩვენი საზოგადოების ყველა პრობლემა იქიდან მოდის, რომ ყველა ზნეობრივი სიცარიელიდან მოვდივართ. ჩვენ მოვდივართ საზოგადოებიდან, სადაც თვითგადარჩენისა და სხვების თავებზე გადავლის გარდა, არანაირი სხვა "ღირებულება" არ არსებობდა. ასე გავიზარდეთ, ამას გვასწავლიდა და გვინერგავდა სოციალური გარემო და ხშირად საკუთარი მშობლებიც. - ამის შესახებ პოლიტოლოგო ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში წერს.
"ჩვენი საზოგადოების ყველა პრობლემა იქიდან მოდის, რომ ყველა ზნეობრივი სიცარიელიდან მოვდივართ. ჩვენ მოვდივართ საზოგადოებიდან, სადაც თვითგადარჩენისა და სხვების თავებზე გადავლის გარდა, არანაირი სხვა "ღირებულება" არ არსებობდა. ასე გავიზარდეთ, ამას გვასწავლიდა და გვინერგავდა სოციალური გარემო და ხშირად საკუთარი მშობლებიც. ხშირად გაგვიგია, რომ "ადამიანი ადამიანისთვის მგელია", თუმცა არასდროს გვსმენია რამე საზოგადოების, საერთო ინტერესისა და საღი აზრის შესახებ. არასდროს მოუწოდებიათ ჩვენთვის გარემოს ორგანიზებისკენ, პატიოსანი შრომისკენ. პირიქით, პატიოსნება დასაცინი იყო. ამიტომ, ჩვენი, როგორც საზოგადოების, გადარჩენის რესურსი მხოლოდ ორია: ის თითზე ჩამოსათვლელი ოჯახები და მათი შვილები, სადაც მცირედ მაინც გადარჩა ალტრუიზმი და ჰუმანიზმი; და იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, ვინც დასავლეთში მიიღო განათლება და ცოცხალ საზოგადოებას იქ შეეხო. სხვა არავინ. უბრალოდ, არავინ. დანარჩენი საზოგადოება მხოლოდ ჭაობში გვითრევს და იქვე მიათრევენ საკუთარ შვილებს, ჩვენს მცდელობას, რომ სიცოცხლისკენ მოვაბრუნოთ და ჭაობში საბოლოოდ ჩარხჩობის უფლება არ მივცეთ, მტრულად, აგრესიით ეგებებიან. "ქართველობა" მათთვის იმას ნიშნავს, რასაც ჩვენთვის - ზნეობრივი სიკვდილი. სიკვდილისთვის იბრძვიან. სანამ მკვდრები არიან, სულ სიკვდილისთვის იბრძოლებენ, ჩვენ კი - სიცოცხლისთვის, მანამ ცოცხლები გვქვია." - წერს ანდრო ბარნოვი.