ზუგდიდში, რკინიგზის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.