თბილისში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა.
  როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოკლულია ორი ადამიანი. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ამასთან, გავრცელებული ცნობით, არიან დაჭრილებიც. წყრო:1tv.ge