თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსმა ბესიკ ცხადაძემ თვითმკვლელობა სცადა,-ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

არსებული ცნობით, ცხადაძემ საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში გასროლა განახორციელა. ამ დროისთვის ცხადაძე საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. 

საავადმყოფოსთან ცხადაძის ნათესავები, მეგობრები და თანამშრომლები იმყოფებიან.

ბესიკ ცხადაძის ახლობლები და თანამშრომლები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.