მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კლინიკა "ვივა მედში" ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მოინახულა. 

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი ცუდადაა, ვერ დადის. 

"პირველი რაც მინდა ვთქვა, მე ეს ადამიანი ასე ცუდად ამდენი ხანია არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარი იყო სრული, ძალიან ცუდადაა, ვერ დადის, საწოლიდან. მე ბოლოს ვნახე ბოლოს რომ პროცესი იყო მაგის მეორე დღეს, ახლა ილია მიეხმარა საერთოდ რომ ოდნავ მაინც წამომჯდარიყო, ძალიან ცუდი სიტუაციაა", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შუამდგომლობით, ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა თბილისის საქალაქოს სასამართლოს მიმართეს.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, "საქმე დაეწერა მოსამართლე გიორგი არევაძეს, იცნობთ ამ მოსამართლეს, რაც შეეხება ვადებს, დაახლოებით, ავიღოთ ასე 3-4 დღიდან 15 დღის ვადაში ხდება მასალების გამოთხოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან. დაველოდოთ, დღეს მე მექნება განცხადებები კანცელარიაში, რამდენიმე მასალას ვითხოვთ და ა.შ.

კოდექსში წერია, ეგ საქმე უნდა განიხილოს იმ პირმა, იმ განაჩენის გამომტანმა სასამართლომ, რომელმაც იმსჯელა, შესაბამისად, როგორც ჩანს ამ პრინციპით მოხვდა გიორგი არევაძესთან".