სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო კლიპი, სადაც ბათუმის საქალაქო სასამართლო მოსამართლეები მანტიაში ჩაცმულები მღერია.

სიმღერის ტექსტის ნაწილი კი ასეთია:

„ბათუმის საქალაქო სასამართლო უნდა დაამატოო

ფეიჯი გვაქვს ჩვენი

სხვაგვარად არ იქნება სევდასთან განრიდება და ბედნიერებასთან საპროცესო გარიგება.
მერე ერთად ჩავკიდებთ ხელს და ვიცავთ სიმართლეს...“
 

 

გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში არაერთვაროვანი რეაქცია მოჰყვა. 

"აიპრესი" გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ  ეს კლიპი 2 წლის წინ არის გაკეთებული და ამასთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოში კომენტარს არ აკეთებენ.