გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

 შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს, გენდერული სტერეოტიპების განხილვას, დანაშაულის პრევენციისთვის საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას და სხვა საკითხებს.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. საზოგადოების წარმომადგენლებმა პროკურორებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. სწორედ ამ მიზნით, სპეციალიზებული პროკურორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ.

 

#არაფემიციდს
#მკვლელობაისჯებამკაცრად
#შეაჩერეფემიციდი
#სიყვარულიარკლავს