სენაკის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობაში ბრალდებულს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ზაალ გოროზიას აღკვეთის ღონისძიების სახედ 20-ლარიანი გირაო შეუფარდა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. სასამართლო სხდომაზე გოროზიას ადვოკატმა წარმოადგინა, მისი მეუღლის წერილი, რომელიც ითხოვდა საქმეში ბრალდებულს არ შეფარდებოდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. პაროკურატულის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ოქტომბერს, ქ. მარტვილში, ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.