ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, სამშენებლო კომპანია "ბროლში" პროკურატურისა და ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ჯგუფები და სპეცრაზმია მობილიზებული, რომლებსაც კომპანიიდან დოკუმენტაცია გამოაქვთ.
"არ ვიცი რა ტენდენციებია ქვეყანაში, მაგრამ მასიურად შედის "ქართული ოცნება" ფინანსური პოლიციის და პროკურატურის დახმარებით თითქმის ყველა ბიზნესში, სავარაუდოდ ეს არის ბიუჯეტის დეფიციტი და ასეთი გზით  არის ფულის ამოღება. როცა ასე ბიზნესთან მიდიხარ, შეიგიძლია სასმართლო გადაწყვეტილება წარადგინო ან გადაუდებელი აუცილებლობის მოთხივნა წარადგინო, მაგრამ ის რომ საბუთების ამოღებას არ სჭირდება 100 სპეცეაზელი ეს ყველასთვის ნათელია. ეს არის ბიზნესის ტერორი და იმ ბიზნესმენების, რომლებიც არ არიან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები " - განაცხადა "ბროლის" წარმომადგენელმა "ტვპირველთან"